ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„მისი დარტყმების დაბლოკვას რამდენიმე მცველი ცდილობდა“ - სიომინმა კვარა შეაქო

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა, იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელის თამაშის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა. სიომინის კომენტარს Championat.com-ი ავრცელებს.

რას ამბობს იური სიომინი:

„ხვიჩას თამაში ძალიან მომწონს! მის წინააღმდეგ, ოპონენტები მუდმივად ადგენენ მისი შეჩერების კონკრეტულ სქემებს. მისი დარტყმების დაბლოკვას რამდენიმე მცველი ცდილობს. როდესაც ერთ მცველს ცდება, მაშინვე მეორე ჩნდება, შემდეგ მესამე... ალბანეთის წინააღმდეგ მან კარისკენ ბევრჯერ დაარტყა, თუმცა, მიზანს ვერ ერთმა დარტყმამ მიაღწია, რადგან ყველაფერი დაიბლოკა“.

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთის ნაკრები ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 6 ქულით საქართველოს ნაკრები იმყოფება და მესამეადგილოსან ალბანეთს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს. მე-4 ადგილზე კი 4 ქულით უკრაინის ეროვნული ნაკრებია.

ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 შეხვედრა ნოემბერში გაიმართება. 16 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში უკრაინის ნაკრებს მიიღებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები