„რუსეთში დონე არ დაცემულა“ - გაგნიძემ თავის მომავალზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ ჩრდ. მაკედონიასთან გამარჯვების შემდეგ, კრისტალსპორტთან რუსეთის ჩემპიონატიდან წასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
კრისტალსპორტის კითხვა:
რუსული ფეხბურთი მთელი სამყაროსგან მოწყვეტილია. თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ეს იქნება თუ არა კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შენით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ და რუსეთს თავი დააღწიო?
ლუკა გაგნიძე:
„თუ რუსეთის ჩემპიონატს უყურებთ, ჩემი აზრით, დონე არ დავარდნილა. არა მარტო მე, ბევრ ფეხბურთელს ეხმარება ნაკრები, რომ ევროპაში წავიდეს და განვითარდეს, განვიხილავ ყველა შემოთავაზებას, თუმცა მაქვს 2 წელი კონტრაქტი (მოსკოვის „დინამოსთან“) და მომავალი გვიჩვენებს რა იქნება და როგორ“.
ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ 2021 წელს, თბილისის „დინამოდან“ 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ამ დრომდე რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს.
21 წლის ფეხბურთელმა გუშინ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ჩრდ. მაკედონია 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.