ვიტესი, ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

ნიდერლანდებში ირაკლი იეგოიანის ეფექტური გოლი გამოარჩიეს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის „ვიტესის“ ფეხბურთელის, ირაკლი იეგოიანის მიერ „გრააფსხაპის“ კარში გატანილი „მაკრატელა“ ნიდერლანდების პირველი დივიზიონის პირველი პერიოდის (მეოთხედის) საუკეთესო გოლად დაასახელეს.

გარდა ამისა, იეგოიანის გოლი ავტომატურად იქნება წარდგენილი სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების პირველ დივიზიონში სეზონი ოთხ პერიოდად იყოფა, შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის გოლს მხოლოდ სამი კონკურენტი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ იეგოიანი „ვიტესში“ მიმდინარე წლის ზაფხულში „ტვენტედან“ გადავიდა. იეგოიანი „აიაქსისა“ და „ტვენტეს“ აკადემიების აღზრდილია და მიმდინარე სეზონში „ვიტესის“ მაისურით 8 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, 2004 წელს დაბადებულ ნახევარმცველს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ზლატანი - როგორ აღმოაჩინა ჩელსის სკაუტმა უცნობი ტალანტი
ქართველი ზლატანი - როგორ აღმოაჩინა ჩელსის სკაუტმა უცნობი ტალანტი