„იმდენს ეწევა, გაგიჟდა“ | ილია ომალის განცხადებაზე თითქოს მერაბს მოუგო
ილია თოფურიამ არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ მერაბ დვალიშვილზეც ისაუბრა და უპასუხა შონ ომალის, რომელმაც განაცხადა, რომ მსაჯებმა მას „მანქანასთან“ გამარჯვება მოჰპარეს და არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
„მერაბის წარმატება დაუჯერებელი მიღწევაა და საქართველოსთვის უდიდესი მოტივაციაა. მერაბი ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია და აბსოლუტურად ყველაფერს იმსახურებს. გულიანი ბიჭია და დამერწმუნეთ, რომ მაგარი ადამიანია. ვუყურე თუ არა დვალიშვილისა და ომალის ბრძოლას? რა თქმა უნდა!
რა აზრის ვარ ომალის განცხადებაზე, თითქოს მოიგო? არც კი ვიცი, რა ვთქვა. ომალი იმდენს ეწევა, გაგიჟდა. ვურჩევ, ორთაბრძოლას ახლიდან უყუროს და ყველაფერს მიხვდება. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ომალი მერაბის პოზიციაში რომ ყოფილიყო და დვალიშვილს ეთქვა, მოვიგეო? წარმოგიდგენიათ ომალი რას იტყოდა? მოკეტე ძმაო, დამარცხდი!”
ცნობისთვის, ომალიმ მერაბთან რევანშის აღების სურვილი გამოთქვა და დვალიშვილმა „შუგასთან“ კიდევ ერთი ჩხუბის გამართვაზე თანხმობა განაცხადა. შონი მზადაა, მარტში ან აპრილში დაბრუნდეს, რაზეც „მანქანას“ არანაირი პრობლემა არ აქვს.