ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა
ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია გავლენიანმა სატრანსფერო ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გააფორმა და საქმიანობას 2025 წლის იანვრიდან შეუდგება. შესაბამისად, ტუხელი ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და კვალიფიკაციის შემთხვევაში, შემდეგ უკვე მუნდიალზე უთავკაცებს.
???????????????????????????????? Thomas Tuchel becomes the new England head coach, documents are signed and official statement will follow today.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 16, 2024
Contract until July 2026, starting from January 2025 as he requested that condition to the FA; accepted on Tuesday. pic.twitter.com/q4dG9q5GUy
ცნობისთვის, ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრების ისტორიაში სვენ გორან ერიქსონისა და ფაბიო კაპელოს შემდეგ, მესამე უცხოელი მთავარი მწვრთნელი იქნება.
ინგლისის ნაკრებს ბოლოს გარეთ საუდგეიტი წვრთნიდა, რომელიც გუნდში 2016 წელს დაინიშნა და თანამდებობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა. საგულისხმოა, რომ ინგლისის ნაკრები საუთგეიტის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ორ ფინალში დამარცხდა.
გერმანელი სპეციალისტი ბოლოს მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობდა და „რეკორდმეისტერიდან“ გასული სეზონის ბოლოს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. ტომას ტუხელს უკვე ჰქონია ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება. 51 წლის მწვრთნელი ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.