სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა - მამუკელაშვილმა მცირე დრო მიიღო
NBA-ის პრე-სეზონის მორიგ მატჩში, სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და 3 ქულის სხვაობით, 120:117 დამარცხდა.
ქართველ კალათბურთელს დიდი სათამაშო დრო არ მისცემია და გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მოედანზე დასკვნით 5 წუთში შეიყვანა. ამ დროის განმავლობაში მამუკელაშვილმა 1 ქულის ჩაგდება მოასწრო და 1 მოხსნაც მიითვალა. სანდრომ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ასევე, ამ მცირე დროში მან 1 პერსონალური ჯარიმაც აიღო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჰიტის ლიდერი, ბამ ადებაიო გახდა, რომელმაც 23 წუთში 20 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი შეასრულა. სან ანტონიოდან კი ორმაგი დუბლით ჯერემი სოჩანი გამოიჩა - 18 ქულა, 11 მოხსნა, 1 ასისტი 28 წუთში.
„სან ანტონიო სპურსი“ პრე-სეზონის დასკვნით შეხვედრას 18 ოქტომბერს, სტუმრად „ჰიუსტონ როკეტსის“ წინააღმდეგ გამართავს, 25 ოქტომბერს კი NBA-ის პირველ ტურში სტუმრად „დალას მავერიკსს“ დაუპირისპირდება.