ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ელ მატადორი კი არა, ლეკვია“ | მაკგრეგორმა თოფურიაზე ისაუბრა

კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ მაქს ჰოლოუეისთან ორთაბრძოლაში რეკორდის მოხსნა და UFC-ის ისტორიაში უსწრაფესი ნოკაუტის გაფორმა უნდა, რასაც ირლანდიელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ეს მაკგრეგორის სტილია. ზუსტად ვიცი, მაქს ჰოლოუეიმ რა უნდა გააკეთოს, რათა სახე დაუნგრიოს. საქართველოში კორიდა არ ტარდება, რის გამოც, მისი ძველი მეტსახელი ხმარებიდან ამოღებულია. ამიერიდან მისი მეტსახელი „ლეკვია“. კარგი მეტსახელია, რადგან ლეკვები ყველას უყვარს. მას პატარა ლეკვის თათები აქვს. შეხედეთ რა პატარა თათები აქვს. ესპანელია არა? და ამ ბიჭს საბრძოლო მეტსახელიც აქვს ხომ?! ამიერიდან იგი მოვნათლე, როგორც „ლეკვი“.

ილიამ ისიც თქვა, რომ ჰოლოუეის მაკგრეგორთან მარცხი სამარცხვინო იყო და კონორმა X-ის საკუთარ გვერდზე ამ თემაზეც ილაპარაკა: „ჩემთან ბრძოლის შემდეგ, ჰოლოუეი ღირსეულად დაბრუნდა და ყველაფერი დაიმსახურა. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ორგზის ჩემპიონი, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსის მოპოვების მცდელობა და BMF-ის ქამარი.

მაქსი ძალიან მაგარია და ყოველთვის ასე იყო. 1000 პროცენტით! ჩემთან წაგების მერე უფრო ძლიერი მებრძოლი გახდა. ჩემთან წაგების შემდეგ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი გახდა. სასწაული ჩხუბი გველოდება ხალხო! ჩემთან ბრძოლის შემდეგ, ჰოლოუეიმ ისწავლა, ცაცია და მარჯვენა დგომში ერთნაირად როგორ იჩხუბოს. იმ პატარა კაცისთვის მაქსის დაჭერა ძალიან რთული იქნება. ჰოლოუეი ძლიერი და ძალიან გამოცდილია. მაგარი ჩხუბი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვეცდები არ გაკოცო“ | ომალის გამოწვევა და დვალიშვილის პასუხი
„ვეცდები არ გაკოცო“ | ომალის გამოწვევა და დვალიშვილის პასუხი