შენგელიას ორმაგი დუბლი - ვირტუს ბოლონია ჟალგირისთან დამარცხდა
ევროლიგის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონიამ ჟალგირისს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 68:71 დამარცხდა.
თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და პარკეტზე არასრული 29 წუთი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11 ქულას, 11 მოხსნას(ორმაგი დუბლი) და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
შენგელიამ 9-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ ზუსტი მხოლოდ ორი აღმოჩნდა. დანარჩენი 7 ქულა კი საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა(7/10). თორნიკემ 11 მოხსნიდან 7 საკუთარ ფარზე შეასრულა, ოთხი კი მეტოქის.
ცნობისთვის, ვირტუს ბოლონიას მხრიდან ყველაზე მეტი ქულა(16) ამერიკელმა კალათბურთელმა ქლაიბარნმა დააგროვა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე ცუდად ასპარეზობს. იტალიურმა გუნდმა 3-დან სამივე მატჩი წააგო. შემდეგ ტურში, ბოლონია მონაკოს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 18 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.
Il tiro del pareggio non va, la Segafredo cede allo Zalgiris ❌ pic.twitter.com/2NeRTe0mPi
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) October 15, 2024