ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო ჯორდანო
Aa
Aa

„არ შეიძლება კვარას ტალანტი და ძალა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო“ - იტალიელი ჟურნალისტი

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა, ანტონიო ჯორდანომ რადიო Marte-სთან „ნაპოლიზე“ და ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

ჯორდანომ ქართველ ფეხბურთელს დიდებული მოთამაშე უწოდა.

„ზოგიერთი გულშემატკივრისთვის კვარაცხელია შეიძლება დიდებული მოთამაშე არ არის, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. არ შეიძლება მისი ტალანტი და ძალა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. ის შესანიშნავი მოთამაშეა. მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს ძალიან ნორმალურია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ განსაკუთრებულ ტალანტზე, რომელიც ჯერ კიდევ სრულყოფილების გზაზეა“, -თქვა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა სათადარიგოთა სკამზე? ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს“ | ნაპოლის ექსდირექტორი
„კვარა სათადარიგოთა სკამზე? ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს“ | ნაპოლის ექსდირექტორი