საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

პლეი-ოფი | საქართველო 21-წლამდე ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

დღეს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგი დაუვიწყარი თამაში ვიხილეთ. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით დაძლია და პლეი-ოფში ითამაშებს.

რამაზ სვანაძის შეგირდებმა ჩრდ.მაკედონია მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს. პლეი-ოფის მატჩები 11 და 19 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ბელგია, ჩეხეთი, ნორვეგია, ფინეთი და ხორვატია არიან. უფრო ზუსტად კი ეს ყველაფერი 17 ოქტომბერს გვეცოდინება, როდესაც წილისყრა გაიმართება.

ცნობისთვის, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი 12 ივნისს დაიწყება და 29-ში დასრულდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჩრდ.მაკედონიის კარში გოლები გორდეზიანმა და ლომინაძემ გაიტანეს.

გორდეზიანის გოლი

ლომინაძის გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დავაყენებდი თუ არა ნერეშს კვარას ნაცვლად?“ - რას ამბობს სპეჩია
„დავაყენებდი თუ არა ნერეშს კვარას ნაცვლად?“ - რას ამბობს სპეჩია