პეპ გუარდიოლა, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

გუარდიოლას წასვლის შემთხვევაში, სიტი ამორიმს განიხილავს - Guardian

პეპ გუარდიოლას წასვლის შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტი“ მის შემცვლელად „სპორტინგის“ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს განიხილავს. ამის შესახებ Guardian იუწყება.

„ქალაქელებს“ ესპანელთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებთ. თავად ესპანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გადაჭრით საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, რადგან მთლიანად გუნდის თამაშზეა კონცენტრირებული და გარკვეული დასკვნების გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ წლევანდელი სეზონის დამთავრების შემდეგ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან „მანჩესტერ სიტის“ ახალი სპორტული დირექტორი უგუ ვიანა გახდება, რომელიც ამორიმთან ერთად „სპორტინგში“ მუშაობდა. ის გუარდიოლას ახლო მეგობარს, ჩიკი ბეგირისტაინს შეცვლის.

ინგლისურ პრესაში უკვე აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ ბეგირისტაინის გადადგომა გუარდიოლას წასვლის მანიშნებელიცაა, რადგან პეპმა „ბარსას“ დატოვებაც სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ჩიკი გაუშვეს.

თავად ბეგირისტაინი წასვლის ოფიციალურ მიზეზად კი ასაკს ასახელებს და აცხადებს, რომ ოჯახისთვის ჰქონდა პირობა მიცემული რომ როგორც კი 60 წელი შეუსრულდებოდა, სამსახურიდან წავიდოდა და უფრო მეტ დროს ახლობლებს დაუთმობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპ გუარდიოლა ინგლისის ნაკრებში? - რას წერს Times-ი
პეპ გუარდიოლა ინგლისის ნაკრებში? - რას წერს Times-ი