თბილისის დინამო
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის დინამოს მეორე მარცხი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში თბილისის დინამომ სპლიტის იადრანს უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა. ქართულმა კლუბმა 10:16 წააგო.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. პირველ მეოთხედში სტუმრებმა 5:3 მოიგეს, თუმცა მეორე მეოთხედი თბილისელების გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ტაიმი კი იადრანმა 7:6 გაიმარჯვა.

შესვენების შემდეგ, დინამო ცუდად გამოვიდა და მესამე მეოთხედი 1:5 წააგო. ბოლო მეოთხედში თბილისელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ 3:4 წააგეს, ჯამში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ 10:16.

ცნობისთვის, თბილისის დინამომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. შემდეგ ტურში, ქართული კლუბი რადნიჩკს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 29 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები