ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო სპეჩია
Aa
Aa

„დავაყენებდი თუ არა ნერეშს კვარას ნაცვლად?“ - რას ამბობს სპეჩია

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა და ამჟამად ცნობილმა კომენტატორმა, პაოლო სპეჩიამ, რადიო Marte-ს ეთერში, „ნაპოლიზე“ და აგრეთვე ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

რა თქვა სპეჩიამ:

„დავაყენებდი თუ არა ნერეშს კვარაცხელიას ნაცვლად? მჯერა, რომ კონტე უფრო და უფრო წავა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მარჯვენა ფლანგზე პოლიტანო შეუცვლელია, მარცხენაზე კი კვარა ამ მომენტისთვის მოუგერიებელი აღარ არის“.

„ქართველმა უნდა მოაგვაროს თავისი შესაძლო პრობლემები და მოთოკოს ნერვები, რადგან კონტე შეღავათს არავის უკეთებს. ეჭვგარეშეა, რომ ბრაზილიელი იმაზე მეტს სივრცეს იმსახურებს, ვიდრე ახლა აქვს“.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა სათადარიგოთა სკამზე? ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს“ | ნაპოლის ექსდირექტორი
„კვარა სათადარიგოთა სკამზე? ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს“ | ნაპოლის ექსდირექტორი