ჯანი ინფანტინო, ხავიერ ტებასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ტებასი ფიფას 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს მოუწოდებს, რომ 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გააუქმოს. ამის შესახებ Marca წერს.

ტებასის მტკიცებით, ეს არც მოთამაშეებს, არც კლუბებს, არც ფიფას არ სჭირდება და მხოლოდ დეზორგანიზაციას გამოიწვევს.

რა თქვა ლა ლიგის პრეზიდენტმა:

„ფიფას პრეზიდენტო, თქვენ იცით, რომ ვერ გაყიდეთ აუდიოვიზუალური უფლებები იმ ფასად, რამდენადაც თქვენ გინდოდათ. იცით, რომ არ გყავთ სპონსორები, რომლებიც ბიუჯეტში ჩასვით და თქვენ იცით, რომ ლიგებსა და პროფკავშირებს არ სურთ ეს ჩემპიონატი - გააუქმეთ ის ახლავე“.

„დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. დიალოგი და მოლაპარაკებები სხვადასხვა რამეა. მოლაპარაკებები შეთანხმებით სრულდება, დიალოგი კი - არაფრით. ჩვენ ფიფასთან დიალოგს მრავალი წელია ვმართავთ. დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მივაღწევთ“.

„მიზნები, რომლებსაც ფიფა მსოფლიო ფეხბურთის წინაშე სახავს, ჩვენი მიზნებიცაა. ჩვენ ეგოისტები არ ვართ. ეს ვერ გადაწყდება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საშუალებით“.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში, ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით, დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის გახსნა დაადასტურა.

ასევე გეტყვით, რომ 2025 წლიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება.

FIFA-მ, გასული წლის დეკემბერში, ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლებული ტურნირის პირველი გათამაშება 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 32 გუნდი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მე გადავწყვეტ, თქვენ ვერაფერს მიბრძანებთ“ - გუარდიოლა ფიფას დაუპირისპირდა
„მე გადავწყვეტ, თქვენ ვერაფერს მიბრძანებთ“ - გუარდიოლა ფიფას დაუპირისპირდა