ბარსელონა, ლამინ იამალი
Aa
Aa

უცნობია როდის დაბრუნდება - იამალი ტრავმირებულია

ესპანეთისა და დანიის მატჩის მიწურულს, ლამინ იამალმა დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა.

ბარსელონას ვარსკვლავმა ფურია როხა დატოვა და გამოკვლევების მიზნით კატალონიაში დაბრუნდა.

როგორც ჩანს, ლამინს გამოკვლევები ჩაუტარდა და შედეგი ბლაუგრანას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო.

ოფიციალური განცხადება:

„დღეს დილით, ლამინ იამალზე ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ მას მარცხენა ბარძაყის არეში კუნთის გადატვირთვა აქვს. ვარჯიშზე დაბრუნების დრო მის პროგრესზე იქნება დამოკიდებული.“

ამ ინფორმაციის თანახმად, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება იამალი. ბარსელონას კი წინ მნიშვნელოვანი მატჩები ელის.

ჰანსი ფლიკის გუნდი 20 ოქტომბერს სევილიას უმასპინძლებს. შემდეგ 23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე გადაინაცვლებს და ამჯერად ბაიერნს უმასპინძლებს, ხოლო 26 ოქტომბერს სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, იამალმა რეკორდი დაამყარა. ოფიციალური მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ახალი რეკორდია. 17 წლის ასაკში, არასდროს არცერთი ფეხბურთელის ფასი არ ყოფილა 150 მილიონი ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს შვედეთში ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
მბაპეს შვედეთში ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ