ჰოლანდი ბარსელონაში? - რას წერს FourFourTwo
„ბარსელონა“ მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რათა „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი გაიფორმოს. როგორც FourFourTwo წერს, ასეთია კატალონიური კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ბოლო სურვილი, სანამ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება.
როგორც გამოცემა წერს, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ესპანეთში უკვე სახლიც კი იყიდა.
ამასთან ესპანური Sport-ის მტკიცებით, ჰოლანდი „ბარსაში“ შესაძლოა მომდევნო ზაფხულს ვიხილოთ.
ნორვეგიელი „სიტიში“ 2022 წელს გადავიდა. მანამდე ის „დორტმუნდში“ თამაშობდა. „ქალაქელებთან“ მას კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.