გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მამარდა: „არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის“

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ოქტომბრის სანაკრებო თამაშებზე გაამახვილა ყურადღება. მამარდამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რას წერს მამარდაშვილი:

„ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. შევხვდებით ნოემბერში,უფრო დიდი ენერგიით და გაორმაგებული მოტივაციით!“

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთის ნაკრები ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 6 ქულით საქართველოს ნაკრები იმყოფება და მესამეადგილოსან ალბანეთს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს. მე-4 ადგილზე კი 4 ქულით უკრაინის ეროვნული ნაკრებია.

ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 შეხვედრა ნოემბერში გაიმართება. 16 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში უკრაინის ნაკრებს მიიღებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ - ალბანური მედიის შეფასება
“ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ - ალბანური მედიის შეფასება