ლიონი, რენი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძით რენი დაინტერესდა | როგორია ლიონის პოზიცია

„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის პირველი თამაშები არ გამოდგა ისეთი, როგორსაც თავად ფეხბურთელი და გუნდის ფანები ისურვებდნენ, თუმცა ლიგა 1-ის რამდენიმე კლუბი ქართველი ფორვარდის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, რათა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიქაუტაძე დაიმატოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot01 წერს.

როგორც გამოცემა წერს, ზაფხულში „მონაკო“ ძალიან ახლოს იყო მიქაუტაძის დამატებასთან, როდესაც „ლიონი“ მოლაპარაკებებში ჩაერთო და ქართველი ფორვარდი 18,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

„მიუხედავად იმისა, რომ „მეცში“ და საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძე კარგად გამოიყურებოდა, „ლიონში“ მან მოლოდინები ვერ გაამართლა - 8 ჩატარებულ მატჩში (ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან) მას ჯერ გოლი არ გაუტანია.

მეტიც, როგორც ჩანს, პიერ საჟი შემტევებთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბდა და სასტარტო შემადგენლობაში ფოფანას, ლაკაზეტსა და ჩერკის ხედავს. ეს სერიოზული პრობლემაა მიქაუტაძისთვის, რომელსაც რამდენიმე კლუბი აკვირდება. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი გუნდია „რენი“, რომელსაც ამინ გუირისა და არნო კალიმუენდოს წასვლის შემთხვევაში შეტევის ხაზის გაძლიერება სურს.

თუმცა პიერ საჟი არ აპირებს, შეელიოს მიქაუტაძეს მისი ტრანსფერიდან სულ რაღაც 6 თვის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის სათადარიგო ფეხბურთელად განიხილება, მომავალში საჟი მას „ლიონის“ მთავარ ცენტრფორვარდად ხედავს. შესაბამისად, მიქაუტაძესთან დაკავშირებით იანვარში მიღებულ ყველა შეთავაზებას „ლიონი“ უარით გაისტუმრებს“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურთ 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

ქართველმა შემტევმა ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ევროპა ლიგაზე ერთ მატჩშიც ითამაშა, თუმცა, აქაც მოედანი გოლისა და საგოლე პასის გარეშე დატოვა.

მომდევნო მატჩს „ლიონი“ კვირას, 20 ოქტომბერს შინ „ჰავრის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თვითრწმენის კრიზისი ნაკრებშიც გრძელდება“ – Lyonfoot მიქაუტაძეზე
„თვითრწმენის კრიზისი ნაკრებშიც გრძელდება“ – Lyonfoot მიქაუტაძეზე