„ტრავმების გამო თავი დავანებე, მაგრამ...“ - ტალახაძე სამომავლო გეგმებზე
ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა და საქართველოს ისტორიაში პირველმა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „კრისტალსპორტთან“ ექსკლუზიურ კომენტარში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-4 ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას ჯერჯერობით, არ განიხილავს.
31 წლის სპორტსმენი ახლა მკურნალობის კურსს გადის, რომლის დასრულების შემდეგაც ვარჯიშს განაახლებს და აქტიურ სპორტში დაბრუნებაზეც სწორედ ამის შემდეგ იფიქრებს.
ლაშა ტალახაძე:
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი პირველად 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გახდა. ქართველმა ძალოსანმა იგივე შედეგი ტოკიო 2020-ზე გაიმეორა, მესამე ტრიუმფი კი რამდენიმე თვის წინ, პარიზი 2024-ზე იზეიმა. ამის გარდა, ტალახაძე 7-გზის მსოფლიო და 6-გზის ევროპის ჩემპიონია.