საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ერთა ლიგა | საქართველოს პირველ ადგილზე გასვლის 23-პროცენტიანი შანსი აქვს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართა. „ჯვაროსნები“ ალბანეთს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ.

ალბანეთთან წაგებული მატჩის შემდეგ, სტატისტიკურმა პორტალმა, Football Meets Data-მ ჩვენს ჯგუფზე პოსტი გამოაქვეყნა და ნაკრებების შანსებზე ისაუბრა. Football Meets Data-ს მიხედვით, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების საუკეთესო შანსი ჩეხეთს აქვს - 53 პროცენტი.

ვილი სანიოლის გუნდი 23-პროცენტიანი შანსით მეორე პოზიციაზეა, ალბანეთი - მესამეზე (20 პროცენტი). Football Meets Data-ს ვარაუდით, „ჯვაროსნებს“ მეორე ადგილზე გასვლის 29 პროცენტიანი შანსი აქვთ, მესამეზე - 27 პროცენტი, მეოთხეზე - 21 პროცენტი.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, ჩეხეთი 7 ქულით პირველია. ალბანეთს და საქართველოს ექვს-ექვსი ქულა აქვთ, ხოლო უკრაინის ანგარიშზე 4 ქულაა. მომდევნო, მეხუთე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს შვედეთში ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
მბაპეს შვედეთში ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ