„ვეცდები არ გაკოცო“ | ომალის გამოწვევა და დვალიშვილის პასუხი
შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა და დარწმუნებულია, რომ საჩემპიონო ქამრის დაბრუნება შეუძლია. „შუგამ“ „მანქანაზე“ საკუთარ პოდკასტში ისაუბრა და ქართველ მებრძოლს მისი სიტყვები უპასუხოდ არ დაუტოვებია.
„მერაბს ვეჩხუბები. ჩვენი მეორე ბრძოლა აუცილებლად გაიმართება. უმარმა თქვა, რომ სურს, 2024 წლის ბოლომდე იჩხუბოს, მაგრამ მერაბი წლეულს ორთაბრძოლის გამართვას არ აპირებს. მერაბ, უმარს არ ეჩხუბო. დამელოდე და მარტისთვის მზად ვიქნები“, - განაცხადა ომალიმ.
„წავედით... ამჯერად, ვეცდები, არ გაკოცო“, - უპასუხა ქართველმა ჩემპიონმა „შუგას“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ომალისა და დვალიშვილის დაპირისპირებაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და მათ გამარჯვება მერაბს მიაკუთვნეს. ომალი მათ პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გამარჯვება მოჰპარეს.