რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„იოლი მატჩი არ გველის, შანსის გამოყენებას შევეცდებით“ | რამაზ სვანაძე

საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 15 ოქტომბერს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრა 20:00 საათზე დაწიყება, ხოლო სტადიონის კარი, 18:00 საათზე მატჩამდე 2 საათით ადრე გაიღება. შენგელია არენას სალარო, მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან იმუშავებს.

რამაზ სვანაძე: „თამაშისთვის მზადება ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ბოლო მატჩის შედეგიდან გამომდინარე რამდენიმე დღე მთლიანად გუნდი იმედგაცრუებული იყო, თუმცა ამ თემაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით იმაზე, რომ ფეხბურთია, შევთანხმდით იმაზე, რომ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო ტურამდე ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. ჩვენ ყველა პროფესიულ ფეხბურთში ვმოღვაწეობთ და ამ სფეროში, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ერთ მარცხს ან ზოგადად წარსულს რამე გადავაყოლოთ.

იოლი მატჩი არც ჩვენ არ გველის, ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ხვალ სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჯერ ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან, ახლა იღებენ დიდი ფეხბურთის გამოცდილებას და სახლის თამაშზე გულშემატკივარი მათთვის ბევრ რამეს ნიშნავს."

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ, შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ ლიდერობა დაკარგა - ჩეხეთისა და უკრაინის ფრე ვარშავაში
საქართველომ ლიდერობა დაკარგა - ჩეხეთისა და უკრაინის ფრე ვარშავაში