ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მერაბს უმარის ეშინია, დვალიშვილზე უკეთესი მებრძოლი ვარ“ | ომალი მანქანასთან რემატჩს ითხოვს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ ომალი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „შუგამ“ მერაბ დვალიშვილთან წაგებულ სატიტულო ორთაბრძოლაზე ისაუბრა და „მანქანასთან“ რევანშის აღების სურვილი გამოთქვა.

„ორთაბრძოლამდე 10 კვირით ადრე, მენჯის ტრავმა მივიღე. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, უიღბლობას ჰქონდა ადგილი. მერაბს მაინც ვცემ და ბევრად ტკბილი იქნება გამარჯვება, რომელსაც მასთან გამართულ მეორე ჩხუბში მოვიპოვებ.

მერაბთან ორთაბრძოლისთვის უკეთესი მოსამზადებელი კემპი გავიარე, ვიდრე ალჯოსთან. ნეკნის ტრავმით უფრო რთულია ვარჯიში და ამ კემპისას, ბევრად მეტი გავაკეთე, მაგრამ ჭიდაობაზე იმდენი ვერ ვიმუშავე, რამდენიც მინდოდა. მერაბი კარგი მებრძოლია, მაგრამ ბრწყინვალე ნამდვილად არაა და სწორედ ამის გამო ვარ იმედგაცრუებული. საჩემპიონო ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ და მეორე ჯერზე, თავს ბევრად უკეთ ვიგრძნობ.

მერაბთან წაგება? ჩხუბის შემდეგ შეიქმნა ნარატივი, თითქოს მაგრად მცემა. ყველა მეუბნებოდა, დვალიშვილმა გადაგიარაო და ორთაბრძოლის ჩანაწერის ნახვის სურვილი გამიქრა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც ვუყურე. მსაჯებმა მესამე და მეხუთე რაუნდი მომცეს, მერაბმა კი მეორე და მეოთხე რაუნდი დამსახურებულად მოიგო. თუმცა, არ მესმის როგორ შეიძლება, მესამე რაუნდი ჩემთვის მოეცათ და პირველი - მერაბისთვის. პირველი უფრო იყო ჩემი რაუნდი, ვიდრე მესამე. პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები მოვიგე და დვალიშვილს მაგრად ნამდვილად არ ვუცემივარ.

მერაბის ინსტაგრამის მიხედვით, მზადაა, ნებისმიერ დროს მეჩხუბოს და უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლას ჩემთან დაპირისპირება ურჩევნია. მგონია, რომ დვალიშვილს უმარის მაგრად ეშინია. არ ვხუმრობ, მერაბს უმარის ეშინია და ურჩევნია, მე მეჩხუბოს. მინდა, მარტში ან აპრილში დავბრუნდე და დვალიშვილთან რევანში გავმართო. მერაბზე უკეთესი მებრძოლი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო“.

სხვათა შორის, „მანქანა“ ომალის სიტყვებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „შუგასთან“ ჩხუბისთვის მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ ლიდერობა დაკარგა - ჩეხეთისა და უკრაინის ფრე ვარშავაში
საქართველომ ლიდერობა დაკარგა - ჩეხეთისა და უკრაინის ფრე ვარშავაში