საქართველომ ლიდერობა დაკარგა - ჩეხეთისა და უკრაინის ფრე ვარშავაში
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში, ალბანეთთან მარცხის შემდეგ ლიდერობა დაკარგა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჩეხეთის ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ, 1:1 ითამაშა, რაც სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ვარშავის სტადიონზე გამართულ მატჩში თავდაპირველად ჩეხეთი მე-18 წუთზე ჩერვის გოლით დაწინაურდა, 53-ე წუთზე კი უკრაინამ წონასწორობა აღადგინა. ჩეხეთის კარში გოლი დოვბიკმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა.
ამ ფრის შემდეგ, ჩეხეთმა სატურნირო ცხრილში 7 ქულა დააგროვა და ჯგუფის ლიდერი გახდა, საქართველოს ნაკრები კი 6 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ამდენივე ქულა აქვს ალბანეთის ნაკრებსაც, რომელიც ბურთების უარესი შეფარდების გამო მე-3 პოზიციას იკავებს, მე-4 ადგილზე კი 4 ქულით უკრაინის ეროვნული გუნდია.
ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 შეხვედრა ნოემბერში გაიმართება. 16 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში უკრაინის ნაკრებს მიიღებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.