ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„ღირსეული ჩემპიონია და მასთან დაპირისპირება მსურს“ - თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ორი უძლიერესი მებრძოლის, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირებას. მართალია „ელ მატადორს“ სულ მალე მაქს ჰოლოუეისთან მოუწევს შეხვედრა და საჩემპიონო ქამრის დაცვის ფარგლებში პირველი ბრძოლის ჩატარება, თუმცა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით, დაღესტნელ მებრძოლთან შესაძლო ჩხუბზეც ხშირად საუბრობს და ამჯერადაც ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.

რა თქვა თოფურიამ

ისლამი გამძლეობით გამოირჩევა და ის ღირსეული ჩემპიონია. სიმართლე თუ გაინტერესებთ, მახაჩევი ერთ-ერთია იმ მცირერიცხვოვან მებრძოლთა შორის, რომელთაც საჩემპიონო ქამრის ტარება დაიმსახურეს. სწორედ ამიტომაც მსურს მასთან ოქტაგონზე დაპირისპირება. რადგან ის ოდნავადაც არ ჰგავს ბელალ მუჰამადს.

მუჰამადი თოფურიამ სპეციალურად ახსენა - ორიოდე დღის წინ ისინი ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ - სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც „ელ მატადორმა“ შავკატ რახმანოვთან ბელალის წაგება ივარაუდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: მერაბი უმარს გაურბის, რადგან ის სერიოზული საფრთხეა
მახაჩევი: მერაბი უმარს გაურბის, რადგან ის სერიოზული საფრთხეა