საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ახალგაზრდულს შანსი გაუჩნდა - ხვალ მოგება პლეი ოფის საგზურის მომტანია

ხვალ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან საშინაო მატჩით დაასრულებს. თუმცა, არსებობდა იმის სერიოზული საშიშროება, რომ ამ თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა დაეკარგა და ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ შვედები სტუმრად უმოტივაციოდ დარჩენილ ნიდერლანდების გუნდს დაამარცხებდნენ და მეორე ადგილს გაინაღდებდნენ.

ქართველების საბედნიეროდ, ნიდერლანდელებს უმოტივაციოდ ყოფნისა არაფერი ეტყობოდათ და შინაურ კედლებში სკანდინავიელებს უშანსოდ, 3:0 მოუგეს, რის შემდეგაც ფინალური ეტაპის საგზური ბრწყინვალე შედეგის ფონზე მოიპოვეს და 10 ტურში მაქსიმალური 30 ქულა დააგროვეს. მე-17 წუთისთვის მასპინძლები ემანუელ ემეგას და რავ ვან დენ ბერგის გოლებით უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ და ორივე მათგანს საგოლე პასი ნერაიშო კასანვირიომ მიაწოდა. საბოლოო ანგარიში კი, 65-ე წუთზე, ნოა ეილეს ავტოგოლის შედეგად დაფიქსირდა.

ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები 19 ქულით მეორე ადგილს დაიკავებენ, რაც მათ კონტინენტის პირველობის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის საშუალებას მისცემთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება
ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება