გიორგი მამარდაშვილი, რევაზ ჩელებაძე
Aa
Aa

„გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის“ - ჩელებაძე მამარდაზე

საქართველო - ალბანეთის (0:1) მატჩის დასრულების შემდეგ გამოჩნდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ გაშვებული გოლის დროს, მასპინძლების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს გაცილებით უფრო დამაჯერებლად უნდა ემოქმედა და კრისტიან ასლანის დარტყმა მოეგერებინა. ყოველივე ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე, რომელმაც შთაბეჭდილებები ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდს გაუზიარა.

რას ამბობს ჩელებაძე

გაშვებული გოლის გამო მამარდაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს, რადგან მას ამაში ბრალი არ მიუძღვის. როდესაც მეტოქე გიახლოვდება ბურთიანად, კარამდე კი არ უნდა მიაცილო, მაშინვე ბურთის წართმევა უნდა სცადო და აგრესიულად იმოქმედო.

გული ყველაზე მეტად იმაზე მწყდება, რომ საწყის ორ ტურში მოპოვებული უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა გაანიავა და ახლა ჯგუფური ეტაპის დაწყება ფაქტიურად ხელახლა გვიწევს. სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა ზედიზედ ორი მარცხი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში იწვნიეს.

ცნობისათვის, ქართველ ფეხბურთელებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი აქვთ ჩასატარებელი - 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინელებს უმასპინძლებენ, ხოლო უკანასკნელ ტურში, 19 ნოემბერს სტუმრად ოლომოუცში ჩეხებს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურიკოს საოცარი პერფომანსი“ - სენტ-ეტიენის ვებ-გვერდის კომპლიმენტები
„ზურიკოს საოცარი პერფომანსი“ - სენტ-ეტიენის ვებ-გვერდის კომპლიმენტები