ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ზურიკოს საოცარი პერფომანსი“ - სენტ-ეტიენის ვებ-გვერდის კომპლიმენტები

ალბანეთთან (0:1) საშინაო სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, განსაკუთრებით გამოსარჩევი კი მე-11 წუთზე მის მიერ შექმნილი მომენტი გახლდათ, როდესაც საოცარი ცრუ-მოძრაობით მეტოქე გუნდის მცველს თავბრუ დაახვია, თუმცა მისი დარტმა სტრაკოშამ მოიგერია. სწორედ ამ მომენტზე საუბრით დაიწყო დავითაშვილის თამაშის შეფასება მისი კლუბის, „სენტ-ეტიენის“ ვებ-გვერდმა.

რას წერენ ზურიკოზე

ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს ნაკრებს არ წაეგო და შესაძლოა მასპინძლები მართლაც არ დამარცხებულიყვნენ, მე-11 წუთზე ზურიკოს გოლი რომ გაეტანა. ეს არის მომენტი, რომელიც დღის ჰაილათებში შევა, რადგან მისი ლამაზი მოძრაობების წინააღმდეგ ალბანელმა მცველებმა ვერაფერი გააწყვეს.

ვილი სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებით, ზურიკო ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ეს მატჩი იყო ყველაზე კარგი შანსი იმისა, რომ დავითაშვილი უფრო მეტ ნდობას იმსახურებს.

ცნობისათვის, ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა, Sofascore-მა საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს შორის ზურიკო დავითაშვილს ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორე მარცხი - 6-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია დასრულდა
ზედიზედ მეორე მარცხი - 6-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია დასრულდა