უმარი: „ომალის MMA-ში არაფერი ესაქმება“
მერაბ დვალიშვილის ყოფილი და სავარაუდოდ, მომავალი მეტოქე ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდა. მართალია, შონ ომალის უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირება, თუმცა სამაგიეროდ, დაღესტნელი მებრძოლი არ იხევს უკან და „შუგას“ აკრიტიკებს.
რა თქვა უმარმა
ომალის MMA-ში არაფერი ესაქმება - ის ამ სპორტისთვის ძალიან სუსტია. გრეპლინგის უნარები საერთოდ არ გააჩნია, ბრძოლაც არ შეუძლია, რაც მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირების დროსაც ძალიან კარგად გამოჩნდა. ის უფრო ელოდებოდა რას იზამდა მეტოქე, დარბოდა და საოცრად სუსტად გამოიყურებოდა.
ყოველივე ამის შემდეგ ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ნურმაგომედოვის ეს განცხადება დვალიშვილის ბოლო გამარჯვების დაკნინებას ემსახურებოდა, რადგან სანამ ქართველ „მანქანას“ დაუპირისპირდებოდა, ომალიზე რუსი მებრძოლი მუდამ დადებით აზრს გამოთქვამდა.