დავიდ ალაბა
Aa
Aa

კარიერის დასრულებაზე ფიქრობს - ალაბას ტრავმას ვერ მკურნალობენ

დავიდ ალაბამ ხანგრძლივი და დამღლელი სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, რაც მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმით იყო განპირობებული, ვარჯიში რამდენიმე კვირის წინ განაახლა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 32 წლის ავსტრიელ მცველს ტკივილები ისევ აწუხებს, რის გამოც კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს.

2023 წლის დეკემბერში მიღებული უმძიმესი დაზიანების გამო, ავსტრიის ნაკრების კაპიტანს მუხლზე ორი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, თუმცა როგორც სამედიცინო შტაბის წევრები აცხადებენ, სასახსრე ხრტილის ანთება ისევ შეინიშნება, რაც სერიოზული დატვირთვების მიცემის შემთხვევაში, მწვავე დისკომფორტს იწვევს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი თავად „სამეფო კლუბის“ უკანახაზელს მოუწევს, რომელსაც მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წელს უსრულდება.

ალაბა „რეალში“ 2021 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ როგორც ლა ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი თითოჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: „ტრანსფერები ჩვენთვის დაიხურა“
ანჩელოტი: „ტრანსფერები ჩვენთვის დაიხურა“