ბუდუ ძირითადშია - საქართველოს შემადგენლობა ალბანეთთან
ერთა ლიგის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობა დაასახელა.
მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, კაშია, კვარაცხელია, ზივზივაძე, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ალბანეთში გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, რომელიც დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობს.
ამ მომენტისთვის, ჯგუფს 6 ქულით საქართველო ლიდერობს. 6 ქულა აქვს ჩეხეთსაც, თუმცა ურთიერთშეხვედრების და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ ადგილზე სანიოლის გაწვრთნილი ნაკრებია.