ნეიმარი: არავინ არ იმსახურებს ოქროს ბურთს ვინისიუსზე მეტად
„ალ-ჰილალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი მიიჩნევს, რომ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს, ვინისიუს ჟუნიორს „ოქროს ბურთი“ უნდა გადაეცეს.
„არავინ იმსახურებს ოქროს ბურთს მასზე მეტად. ის მებრძოლია. ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყველა კრიტიკა გადალახა და დღეს ის არის დიდებული კერპი და გმირი ჩვენთვის“ , - თქვა ნეიმარმა.
ოქროს ბურთის 68-ე დაჯილდოების ცერემონია პარიზში, 28 ოქტომბერს გაიმართება. France Football-ის მიხედვით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის 30 მოთამაშე იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ 2003 წლის შემდეგ პირველად, ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში არც რონალდუ და არც მესი არ არიან.