დუდა სანაძე ანორთოსისში გადავიდა
ქართველი კალათბურთელი, დუდა სანაძე კარიერას „ანორთოსისში“ გააგრძელებს. ინფორმაციას თავად კვიპროსული კლუბი ავრცელებს.
32 წლის სპორტსმენი იქ 2022-23 წლებში თამაშობდა.
„ძველი მეგობარი, დუდა სანაძე ჩვენს გუნდს ფიბას ევროთასის მატჩებში დაეხმარება. მან 2022-23 წლების სეზონზე 17 მატჩი ჩაატარა და 19.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 4 ასისტი და 1.5 ჩაჭრა დააგროვა“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ანორთოსისს“ თამაში 16 ოქტომბერს აქვს და ის „ბურასპორს“ დაუპირისპირდება.