„თუ ბაჯო ჩემი ასისტენტი გახდება...“ - რას ამბობს გუარდიოლა მომავალზე
პეპ გუარდიოლამ იტალიურ სატელევიზიო შოუში სტუმრობისას საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ის ცოტათი დაიღალა.
„როგორც ყველა, ჩვენც ვიღლებით მუშაობისგან, მაგრამ მე ძალიან, ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ მომავალი. დაფიქრება მჭირდება. უკვე გადაწყვეტილი რომ მქონდეს, ვიტყოდი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისიც არ ვიცი, სად ვიმუშავებ. თუ ბაჯო ჩემი ასისტენტი გახდება, იტალიაში გადავალ“, - თქვა გუარდიოლამ.
კითხვაზე რომელ კლუბს მოიაზრებს, პეპმა თქვა, რომ „ჯენოა“ ძლიერია.
რობერტო ბაჯო გუარდიოლას ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა:
„ვიცით, რომ ის არაჩვეულებრივი მწვრთნელია. მან დაიმსახურა ყველაფერი, რასაც მიაღწია. მე ის მიყვარს. პირველ რიგში, ის კარგი ადამიანია და ეს მთავარია. ის ყველას ეხმარება. ფეხბურთელობის დროსაც კი ის უკვე მწვრთნელი იყო. ის თანაგუნდელებს რჩევებს აძლევდა და ყოველთვის რაღაცას სთავაზობდა, რომ დახმარებოდა.“
შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლა და რობერტო ბაჯო ერთად „ბრეშიაში“ თამაშობდნენ.