გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი | რომელ ადგილებზე არიან კვარა და მამარდა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ დაასახელა 100 ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ტოპ 100-ში საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი მოხვდა. გიორგი მამარდაშვილი 83-ე პოზიციას იკავებს, ხვიჩა კვარაცხელია კი 30-ე გახლავთ.

„დიდი ხნის განმავლობაში ალისონი არა მხოლოდ ლივერპულის მთავარი მეკარე, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი იყო. თუმცა, მომდევნო სეზონში, გიორგი მამარდაშვილს ბრაზილიელისთვის ადგილის წართმევის შანსი ექნება. ლივერპულის ტრანსფერი ნათლად ადასტურებს თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ მეკარეს. ის სიმაღლეში 199 სანტიმეტრია, კარის ხაზზე სწრაფად მოქმედებს და საოცარი სეივების შესრულება შეუძლია“, - აცხადებს ბრიტანული ჟურნალი.

„ნაპოლის ჩემპიონობის შემდეგ, მისი ღირებულება შემცირდა, მაგრამ ზაფხულში, გერმანიაში გამართულ ევრო 2024-ზე, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელ მსოფლიოს აჩვენა რას წარმოადგენს. ქართველმა გარემარბმა დებიუტანტი ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა და ჯვაროსნების მთავარი სუპერვარსკვლავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ იტალიაში დიდ წარმატებას მიაღწია, მარადონაზე ნაპერწკლის გაჩენას მაინც ახერხებს. კვარაცხელია ბუნების მომაკვდინებელი ძალაა, შეუძლია, მეტოქეები სიამოვნების მისაღებად მოატყუოს და გოლების გატანა და სახიფათო მომენტების შექმნა ერთნაირი ეფექტურობით გამოსდის“, - წერს Four Four Two.

ცნობისთვის, Four Four Two-ს რეიტინგში პირველი ადგილი ვინისიუს ჟუნიორს უკავია. მას ერლინგ ჰოლანდი მოსდევს. მესამე პოზიციაზე ჯუდ ბელინგემი იმყოფება, კილიან მბაპე მეოთხეა, როდრი - მეხუთე, ჰარი კეინი - მეექვსე, მოჰამედ სალაჰი - მეშვიდე, ვილიამ სალიბა - მერვე, ჯამალ მუსიალა - მეცხრე, კევინ დე ბრუინი - მეათე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კოლბი კოვინგტონის ქართული ვერსია“ | დაპირისპირება ილიასა და ბელალს შორის
„კოლბი კოვინგტონის ქართული ვერსია“ | დაპირისპირება ილიასა და ბელალს შორის