გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

სლოტმა ალისონს საოცნებო მეკარე უწოდა

მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი იყიდა, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ამჟამინდელი მეკარის მიმართ თავისი დამოკიდებულება ნათლად გამოხატა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ალისონ ბეკერს თავისი ოცნების მეკარე უწოდა.

Amazon Prime Sport-თან ინტერვიუში, სლოტმა, ჩემპიონთა ლიგის იდეალური შემადგენლობა დაასახელა, სადაც 4 მოთამაშე მის მიერ გაწვთნილი გუნდიდანაა.

სლოტის მიერ შერჩეულ თერთმეტეულში მოხვდნენ სტივენ ჯერარდი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი, მოჰამედ სალაჰი და ალისონ ბეიკერი.

ყველა გაიგებს, რომ მე ვირჩევ ალისონს, რადგან მე მასთან ახლა ვმუშაობ, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანი იყო, როცა რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მას შემდეგ, რაც მასთან ვმუშაობ, მე დავინახე, რამდენად განსაკუთრებულია ის და რამდენი მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა. ის ამ წლების განმავლობაში „ლივერპულისთვის“ გამორჩეული მოთამაშეა. ჩემთვის მისი არჩევა მარტივია“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი „ლივერპულმა“ „ვალენსიადან“ 29 მილიონად გამოისყიდა, თუმცა საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარე „ღამურებში“ იჯარის წესით კიდევ ერთი სეზონი დარჩება და ინგლისის პრემიერლიგის გრანდს 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ალისონი და მაკ ალისტერი ტრავმირებულები არიან | რას ამბობს არნე სლოტი
ალისონი და მაკ ალისტერი ტრავმირებულები არიან | რას ამბობს არნე სლოტი