ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სარი ზედმეტი დრიბლინგის გამო კვარას არ გააკრიტიკებდა“ | დი ლივიო ხვიჩაზე

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანჯელო დი ლივიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. დი ლივიომ საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „კვარასნაირი“ მოთამაშეები ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„როცა ხვიჩა კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი გყავს, ტაქტიკა მეორე პლანზე გადადის. არ მგონია, მაურიციო სარის ზედმეტი დრიბლინგის გამო, კვარა გაეკრიტიკებინოს. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც კონკრეტულ მოძრაობებზე ვარჯიში სჭირდება, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია მოთამაშეები, რომლებსაც საკუთარი მეურვის მოტყუება, ბურთის შენარჩუნება და მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლიათ.

ნაპოლის ოპონენტები კვარაცხელიას წინააღმდეგ ორმაგ დაცვას აწესებენ, რადგან ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა, ანტონიო კონტე ჯერ ბოლომდე ბედნიერი მაინც არაა იმით, რასაც მისი გუნდი აკეთებს. კონტე პერფექციონისტია და სანამ მაქსიმალურ დონეს არ მიაღწევს, ბედნიერი არ იქნება.

ნაპოლი ევროტურნირებზე არ თამაშობს, მაგრამ შეუძლია, განსაკუთრებული შედეგი დააფიქსიროს და სკუდეტო მოიგოს. ამისთვის, თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმზე მეტი უნდა გაიღოს“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას 7 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა, მისი „ნაპოლი“ კი სატურნირო ცხრილის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კოლბი კოვინგტონის ქართული ვერსია“ | დაპირისპირება ილიასა და ბელალს შორის
„კოლბი კოვინგტონის ქართული ვერსია“ | დაპირისპირება ილიასა და ბელალს შორის