ხვიჩა კვარაცხელია, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„კონტემ ნერეში კვარას პოზიციაზე რამდენჯერმე ათამაშა“ - რას წერს იტალიური მედია

ამ სეზონზე დავიდ ნერეში ანტონიო კონტესთვის დამატებითი იარაღი იქნება. როგორც Corriere dello Sport-ი წერს, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, სანაკრებო პაუზის პერიოდში, ბრაზილიელთან მუშაობას განაგრძობდა, რათა ის ასპექტები გაეძლიერებინა, რაც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რას წერს Corriere dello Sport:

„ნერეშს შეუძლია ითამაშოს როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ, ასევე ლუკაკუსთან ახლოს. ამ მცირე ეპიზოდებში, ბრაზილიელმა აჩვენა, რომ შეუძლია იყოს მომაკვდინებელი იარაღი ყველა პოზიციაში მოედანზე, მარცხნივაც კი, კვარაცხელიას ნაცვლად. სანაკრებო პაუზის დროს, კონტემ გადაწყვიტა, რომ „იუვე სტაბიასთან“ ამხანაგური მატჩის დროს, ნერეში კვარას ნაცვლად დაეყენებინა და სწორედ მაშინ გაიფორმა დუბლი“.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი გამოსავლის პოვნას ცდილობს - ბოლო ცნობები კვარას კონტრაქტზე
ნაპოლი გამოსავლის პოვნას ცდილობს - ბოლო ცნობები კვარას კონტრაქტზე