„კოლბი კოვინგტონის ქართული ვერსია“ | დაპირისპირება ილიასა და ბელალს შორის
ილია თოფურია და ბელალ მუჰამედი ერთმანეთს სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ. UFC-ის ქვემსუბუქი და ქვესაშუალო წონითი დივიზიონების ჩემპიონებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ელ მატადორმა“ ბელალის წაგება ივარაუდა და განაცხადა, რომ შავკატ რახმანოვი მას დაამარცხებს.
„შავკატი გაიმარჯვებს. ბელალი ყალბი ჩემპიონია. ყალბი. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის, კამარუ უსმანი არის მებრძოლი, რომელსაც ქვესაშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება მარტივად შეუძლია“.
თოფურიას სიტყვებს ბელალი X-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა: „ამ უცნაურმა ბიჭმა ახლახან BMF-ის ყალბი ქამარი არ იყიდა, რათა მასთან ეპოზიორა?! ის ნელ-ნელა კოლბი კოვინგტონის ქართული ვერსია ხდება“.
„ელ მატადორმა“ მუჰამედს მალევე უპასუხა და განაცხადა: „არა ფინიშები, არა ნოკაუტები, არა ნოკდაუნები, არა მეგობარი გოგონა, არა შვილი. ბელალს ქალი ან კაცი არასდროს დაუფინიშებია“.
ცნობისთვის, მუჰამედმა საჩემპიონო ქამარი ლეონ ედვარდსის დამარცხებით მოიპოვა. MMA-ის ქომაგები ბელალს მოსაწყენი სტილისა და ფინიშების არ ქონის გამო, ხშირად აკრიტიკებენ. კოვინგტონს რაც შეეხება, კოლბის სკანდალური განცხადებები ახასიათებს და საზღვრებს ხშირად სცდება, რის გამოც, ბევრი აკრიტიკებს.