შერმადინის მაგარი თამაში - ტენერიფე ბარსელონასთან დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით, 95:91 დამარცხდა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ცენტრს, რომელიც თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. შერმადინმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
შერმადინმა 5-დან 5 საჯარიმო და 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. ასევე, 2 პერსონალური ჯარიმა აიღო.
გიორგი შერმადინს მხოლოდ „ბარსელონას“ ლიდერმა, ნიკოლას ლაპროვიტოლამ აჯობა, რომელმაც 26 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 6 ასისტი შეასრულა.
3 ტურის შემდეგ, „ლენოვო ტენერიფეს“ ჯერჯერობით 2 მატჩი აქვს გამართული და თითო-თითო მოგებითა და წაგებით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „კოლოსოსის“ წინააღმდეგ გამართავს.