ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯეკ გრილიში, დეკლან რაისი, გიორგი ყრუაშვილი
Aa
Aa

ქართველ მსაჯთა ბრიგადა! - ინგლისმა ფინეთს მარტივად მოუგო

ერთა ლიგის B ლიგის მე-4 ტურში, ინგლისის ნაკრები სტუმრად ფინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის იმით იყო გამორჩეული, რომ თამაშს ქართველი მსაჯთა ბრიგადა გაუძღვა, რომელსაც გიორგი ყრუაშვილი ხელმძღვანელობდა.

მთავარი მსაჯი სწორედ გიორგი ყრუაშვილი იყო, ასისტენტობას კი ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ. მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზიშვილი გახლდათ, VAR-ის ოთახში კი ალეკო აფციაური მუშაობდა.

საგულისხმოა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, გიორგი ყრუაშვილს არცერთი ბარათი არ უჩვენებია, თამაშის წესების დარღვევა კი 14-ჯერ დააფიქსირა - 7 ფინეთის, 7 კი ინგლისის მხარეს.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში მე-18 წუთზე ჯეკ გრილიშმა გახსნა. 74-ე წუთზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, 84-ე წუთზე კი თავი დეკლან რაისმა გამოიჩინა. მასპინძლებმა პრესტიჟის ბურთი 87-ე წუთზე გაიტანეს. გოლი ჰოსკოენის ანგარიშზეა.

4 ტურის შემდეგ, ინგლისი 9 ქულით ჯგუფში დროებითი ლიდერის სტატუსი იმყოფება და შეინარჩუნებს თუ არა ლიდერის პოზიციას, ეს საბერძნეთისა და ირლანდიის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები