ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„ვარჯიშის დაწყებამდე ადრე მოდიოდა და მარტო მუშაობდა“ - ბორდოს ექს-ფეხბურთელი ზურიკოზე

„ბორდოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად, ესპანური „რასინგ სანტანდერის“ მცველმა, კლემენ მიშელინმა ყოფილი თანაგუნდელის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველ ფეხბურთელთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა. მიშელინმა ზურიკოს შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება.

რას ამბობს მიშელინი:

„ზურიკო მოედანზე თავის დამკვიდრებას მოედნის გარეთ საუბრების გარეშე ახერხებს. ვფიქრობ, „სენტ-ეტიენში“ თავიდან გახსნა გაუჭირდა. არ არის მარტივი მისთვის თანაგუნდელებთან საუბარი, რადგან ფრანგული ენა არ იცის. ჩვენთან 2-3 ფეხბურთელი იყო, ვისთანაც საუბრობდა. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად ყოველდღიურად გასახდელში ყოფნა, პრობლემას არავის უქმნიდა, გარშემო პატარა ოჯახური ცხოვრება აქვს. ის არის ბრწყინვალე, გონიერი ადამიანი, რომელიც თავის კუთხეში მუშაობს. მაქვს იმის ამსახველი სურათები, როდესაც ვარჯიშამდე ყოველ დილით, ადრე მოდიოდა და დამოუკიდებლად ვარჯიშობდა“.

„მას დიდი პოტენციალი აქვს. ფეხბურთი კარგად ესმის, ინტელექტუალია და დიდი სპორტული თვისებები აქვს. ის, თუ როგორ ანადგურებს მოწინააღმდეგეებს, საოცარია... ამან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ჩამოიტოვებს ვისაც უნდა და როცა მოუნდება. ერთადერთი, რაც ჩემი აზრით გასაუმჯობესებელი აქვს, ეს ბურთის დროულად გაშვებაა“.

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022-2024 წლებში თამაშობდა და ჟირონდელების მაისურით ჩატარებულ 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ზურიკო ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში“ გადავიდა და გასულ ტურში, „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა. საერთო ჯამში, „სენტ-ეტიენის“ მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში, ქართველმა შემტევმა 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსიმუმ ორ წელიწადში ინგლისში ან „რეალში“ გადავა“ - არჩილ არველაძე კვარაზე
„მაქსიმუმ ორ წელიწადში ინგლისში ან „რეალში“ გადავა“ - არჩილ არველაძე კვარაზე