„უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება“ - Lequipe მიქაუტაძეზე
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ გავლენიანი ფრანგული გაზეთი L’Equipe წერს და ქართველი ფეხბურთელის წარუმატებელ პერიოდზე ამახვილებს ყურადღებას.
რა წერია სტატიაში:
„23 წლის ცენტრფორვარდს ადაპტაციის პერიოდი გაუგრძელდა. ის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, მაგრამ მაღალ სტანდარტებთან გამკლავებას ჯერჯერობით, კვლავ ვერ ახერხებს. ახლა მისთვის გარდამტეხი მომენტი დგება“.
„კიდევ ვიმედოვნებთ, რომ ის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდება, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება. მან უფრო უნდა მოინდომოს და ვარჯიშებზე თავი არ დაზოგოს“.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურთ 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ქართველმა შემტევმა ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ევროპა ლიგაზე ერთ მატჩშიც ითამაშა, თუმცა, აქაც მოედანი გოლისა და საგოლე პასის გარეშე დატოვა. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძეს მხოლოდ 1 გოლი აქვს და ისიც უეფას ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრების მაისურით ჩეხეთის კარში გაიტანა.
14 ოქტომბერს, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის მე-4 ტურში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.