ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ანტვერპენის ტურნირის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა

ანტვერპენის ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტომ პიუტცს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:2 6:2 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი პირველივე გეიმში შეასრულა. გერმანელს არაერთი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა.

ამის საპირისპიროდ კი მეშვიდე გეიმში ნიკოლოზმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი იდენტური სცენარით წარიმართა. ბასილაშვილმა ბრეიკების შესრულება პირველ და მეშვიდე გეიმში შეძლო და კვლავ 6:2 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს დიდი ხანია ATP ტურში არ უთამაშია. ის ბოლო პერიოდში ძირითადად ჩელენჯერებზე ასპარეზობდა. ანტვერპენის ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზს კვალიფიკაციის ფინალის მოგება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტონი ნადალი: “რაფას კიდევ 1 სეზონი სურდა თამაში“
ტონი ნადალი: “რაფას კიდევ 1 სეზონი სურდა თამაში“