“ვისურვებდი ისევ აქ იყო და თამაშობდე“ - ჯოკოვიჩმა ფედერერს მიმართა
ნოვაკ ჯოკოვიჩი შანხაის მასტერსის ფინალში იანიკ სინერთან ორ სეტში 6:7 3:6 დამარცხდა და კარიერაში ჯერჯერობით მე-100 ტიტული ვერ მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებას ლეგენდარული როჯერ ფედერერი ესწრებოდა, რომელსაც გვერდს კარლოს ალკარასი უმშვენებდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სწორედ ლეგენდარულ შვეიცარიელს და ესპანელს მიმართა
ჯოკოვიჩი:
„ძალიან სასიამოვნოა შენი აქ ხილვა. უნდა ვთქვა, რომ არ ვარ მიჩვეული შენს წინაშე თამაშს. ვისურვებდი, რომ ისევ კორტზე იყო და თამაშობდე. თუ არ ვცდები, პირველად არის, როცა შენ ჩემს მატჩს ტრიბუნიდან ესწრებოდი. ეს გარკვეულწილად წნეხია. დიდი მადლობა, რომ შენ დღეს აქ ხარ. კარლოს, შენც დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის.“