საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ, კარგ მინდორზე მოვიგებდით“ - ჭიაბრიშვილი საქართველო-უკრაინის მატჩზე

გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპორტი იმედზე“-ში სტუმრობისას უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა და მარცხის მიზეზები ახსნა.

რას ამბობს ჭიაბრიშვილი:

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო: ზოგი ამბობს, რომ ორივე გუნდისთვის ცუდი მინდორი იყო და პირობები თანაბარი იყო, მაგრამ ასე არ არის. მინდა ყველამ გაიგოს - ფეხბურთელების კომენტარები მოვისმინე და იგივე კიტეიშვილმა თქვა, რომ მეტოქისთვისაც ცუდი მინდორი იყო. ჩვენი ძლიერი მხარე ძალისმიერი თამაში და გამძლეობა არაა, ჩვენი პლუსი არის ფეხბურთის თამაში. ასეთ მინდორზე, პირველ ადგილზე გადმოდის ძალა და გამძლეობა, რომელიც უკრაინას გენეტიკურად აქვს... ჩვენზე ათლეტურები არიან და ჩვენზე უკეთ დარბიან. ორი აზრი არ არის, რომ ფეხბურთს მათზე კარგად ვთამაშობთ და ბევრად კარგი გუნდი გვყავს. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ კარგ მინდორზე ვითამაშებდით, მოვიგებდით და ფრეზეც არ გვექნებოდა საუბარი, მაგრამ ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ფრესაც ვითამაშებდით“.

„პრობლემები მატჩის მიმდინარეობისას? ყველა ასეთი პატარ-პატარა ნიუანსი რომ შევაჯამოთ, ძალიან მოქმედებს ფეხბურთელზე ასეთი ხარვეზები. კონკრეტულად ბუცების ეპიზოდზე ვიტყვი, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და ზუსტად იციან, რა ბუცები უნდა ჩაიცვან. მაგრამ მაგ მინდორზე, რა ბუციც არ უნდა ჩაიცვა, მნიშვნელობა არ ექნება. იმათ რატომ არ უსრიალებდათ ფეხი და ჩვენ რატომ გვისრიალებდა? იმიტომ რომ ჩვენ მათსავით მყარად, ასეთ მინდორზე ფეხზე დგომა არ შეგვიძლია, არ ვართ მიჩვეულები. კიდევ ერთხელ ვიძახი, როდესაც კარგი პირობები გვქონდა, ყველამ ვნახეთ რაც გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ დღევანდელი უკრაინის ნაკრები ახლოსაც ვერ მოვა ჩვენს ნაკრებთან. საფეხბურთო პირობებში რომ გვეთამაშა, ამ მატჩს აუცილებლად მოვიგებდით“.

„რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, დარწმუნებული ვარ, რომ მამარდაშვილი მაგ ბურთს აიღებდა. ვერ გააკეთა ისეთი ნახტომი, როგორსაც კარგ მინდორზე გააკეთებდა. იგივე შეიძლება ითქვას ქოჩორაშვილის მომენტზეც. 6 ნომერი ყოველთვის აკეთებს მაგ მოძრაობებს და პირველად არ გვინახავს ქოჩორას ეს მოძრაობა. კრიზისიდან და რთული ეპიზოდიდან კარგად გამოსულა. მაგრამ აქ არ იყო კარგი მინდორი და მაგაზეც უნდა ეფიქრა, რომ ცუდი მინდორი იყო. ერთადერთი, ვისაც მოედნის პრობლემა ვერ შევატყვე, ეს ჩაკვეტაძე იყო. ალბათ, ინგლისის გავლენა იყო“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდმა უკრაინასთან გასვლითი მატჩი 1:0 დათმო. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.

2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში 6 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ჩეხეთს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო უსწრებს. 14 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსიმუმ ორ წელიწადში ინგლისში ან „რეალში“ გადავა“ - არჩილ არველაძე კვარაზე
„მაქსიმუმ ორ წელიწადში ინგლისში ან „რეალში“ გადავა“ - არჩილ არველაძე კვარაზე