ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

მე-100 ტიტული ვერ მოიგო - ჯოკოვიჩი სინერთან ფინალში დამარცხდა

შანხაის მასტერსის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი დაუპირისპირდნენ.

სერბი სუპერვარსკვლავი კარიერაში მე-100 ტიტულისთვის იბრძოდა, თუმცა ორ სეტში 6:7 3:6 დამარცხდა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდნენ. მეტიც, არცერთს ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა. გამარჯვებული კი ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა, სადაც უკეთესი სინერი იყო.

მეორე სეტში, იტალიელი გააქტიურდა და მეოთხე გეიმში ორმაგი ბრეიკ პოინტი გამოიყენა. ჯოკოვიჩმა პირველი გადაარჩინა, თუმცა შემდეგ, იანიკმა უძლიერესი დარტყმით ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. იტალიელმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და შანხაის მასტერსი მეოთხედ მოიგო, ჯოკოვიჩს კი წელს მეორედ მოუგო.

შეგახსენებთ, რომ სინერს შანხაის მასტერსის მოგების შემდეგ, ATP რეიტინგში 11920 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ კარლოს ალკარსს 4800 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტონი ნადალი: “რაფას კიდევ 1 სეზონი სურდა თამაში“
ტონი ნადალი: “რაფას კიდევ 1 სეზონი სურდა თამაში“