პოგბა რუსეთში? - პოლს სამოყვარულო გუნდი ეპატიჟება
გამოცემა Footmercato მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ პოლ პოგბას რუსული სამოყვარულო გუნდი ბროუქ ბოისი ეპატიჟება.
წყაროს ცნობით, ბროუქ ბოისი FIFA-ში რეგისტრირებული არ არის და მედია საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობს.
რუსულმა გუნდმა ფრანგ ნახევარმცველს შეთავაზება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაუკეთა, თუმცა უარი მიიღო.
ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, რადგან პოგბა საფეხბურთო კარიერას 18 თვეში განაახლებს. მას კი სასურველ ფორმაში დაბრუნება და მუდმივი პრაქტიკა სჭირდება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის პასუხი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას დოპინგზე ჩავარდნის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა შემდეგ, გადაწყვეტილება შეიცვალა და სასჯელი 18-თვემდე შემცირდა.