ენტონი ჯოშუა, დანიელ დუბუა
Aa
Aa

ბრძოლა ჩაინიშნა - ჯოშუას დუბუასთან რევანშის შანსი მისცეს

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, კრივის სამყაროში დიდებული დაპირისპირება შედგა. ერთმანეთის წინააღმდეგ ენტონი ჯოშუა და დანიელ დუბუა დადგნენ.

სანახაობრივი ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა და ბოლო რაუნდში დუბუამ ჯოშუა დაანოკაუტა. ამით კი IBF-ის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, გაჩნდა საუბარი, რომ დუბუას შემდეგი მოწინააღმდეგე უსიკსა და ფიურის შორის გამარჯვებული იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დუბუა კვლავ ენტონი ჯოშუას დაუპირისპირდება. ენტონიმ რევანშის შესანიშნავი შანსი მიიღო. ბრძოლა 2025 წლის 22 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნებისმიერ ტურნირზე მთავარი ფსიქოლოგია - ლაშა გურულის წარმატების საიდუმლო
ნებისმიერ ტურნირზე მთავარი ფსიქოლოგია - ლაშა გურულის წარმატების საიდუმლო