ტონი ნადალი: “რაფას კიდევ 1 სეზონი სურდა თამაში“
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ რაფაელ ნადალი დევისის თასის დასრულების შემდეგ, საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს.
ამასთან დაკავშირებით, ბიძამისმა ტონი ნადალმა გამოცემა MARCA-სთან ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ რაფა ისე ვერ ასრულებს კარიერას, როგორც მას სურდა.
ტონი ნადალი:
„რაფას თიხაზე კიდევ 1 სეზონი სურდა თამაში და ეს ვფიქრობ მის გამარჯვებას ნიშნავს. სამწუხაროდ, ის არ ასრულებს კარიერას ისე, როგორც მას სურდა, თუმცა მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არ ეწუწუნა, რადგან ცხოვრება გაცილებით უკეთესად მოექცა, ვიდრე ველოდით.
როდესაც უკან ვიხედები, ვფიქრობ შესაძლოა მან კარიერის დასრულება დააგვიანა კიდეც, მაგრამ რაფას მაქსიმუმი სურდა და როცა დარწმუნდა, რომ აღარ შეეძლო, ეს გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მიიღო. იგივე დაემართა ფედერერს. როჯერი ორი წელი ცდილობდა ფორმის აღდგენას, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაასრულა.”
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა კარიერის განმავლობაში 22 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.
2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა(2009,2022), 2-ჯერ უიმბლდონი(2008,2010), 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა(2010, 2013,2017,2019), 14-ჯერ როლან გაროსი(2005,2006,2007,2008,2010,2011,2012,2013,2014,2017,2018,2019,2020,2022).